მეგრელიძე ლიდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეგრელიძე ლიდია — (1883 – 1968), ქართველი მწერალი, პოეტი ფემინისტი. ნამდვილი გვარი — მამულაშვილი. დაიბადა სოფელ ბაილეთში (ოზურგეთი). 1905-1917 წლებში ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას, იცავდა ადამიანთა, უმეტესად ქალთა უფლებებს; დაარსა საკვირაო სკოლა წერა-კითხვის უცოდინართათვის და საღამოს კურსები მცირეწლოვან ნოქრებისათვის; 1910 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „გაზაფხული” ჟურნალ „ნაკადულში”; 1925-1927 წლებში პირველად გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული; გარდა მხატვრული ლიტერატურისა, წერდა მრავალ წერილებს მუშების ცხოვრებაზე და სხვა წვრილმან საჭირბოროტო საკითხებზე; ავტორია წიგნებისა: „მზია და ფისო” (1939, საბავშვო პოემა), „მარგალიტის მძივები” (1941, ლექსთა კრებული), „დარღვეული ოჯახი” (1941, მოთხრობა), „ბაბუა და ლელა” (1949, მოთხრობა), „მშობლიურ ცის ქვეშ” (1952). 1990 წელს გამოიცა მისი კრებული — „პეპლები და დედოფლები”. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ქეთოს მერცხალი
გაფრინდა ქეთოს მერცხალი,
აღარ ჭიკჭიკებს ბანზედა,
ქეთო მოწყენით გაჰყურებს,
ცრემლი უბრწყინავს თვალზედა.
და ასე ამბობს: − ნეტავი,
მეც რად არა მაქვს ფრთებიო,
რომ მისებრ გადავიქროლო
ცად აბჯენილი მთებიო.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები