მედახები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედახები – თურქი პროფესიონალი მთხრობელი-იმპროვიზატორები. მე-17 საუკუნიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის ჩათვლით, სტამბოლში არსებობდა მედახთა საამქრო „ესნაფი“. სხვადასხვა რელიგიურ თუ ოფიციალურ საზეიმო დღეებში მედახები თავის ხელოვნებას უჩვენებდნენ ყავის სახლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. მათ ეპატიჟებოდნენ ქორწილებში თუ სხვა სამოქალაქო დღესასწაულებზე. განსაკუთრებით სახელგანთქმულნი გამოდიოდნენ სულთანის კარზეც. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან მედახთა საამქრო დაიშალა, თუმცა მათი ხელოვნება არ გამქრალა და დღემდე არსებობს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები