მედია ფასადი
მედია ფასადი – შენობის არქიტექტურულ სახეში ორგანულად შერწყმული ნებისმიერი ზომისა და ფორმის დისპლეი (მედია მონაცემების ტრანსლირების შესაძლებლობით – შეტყობინება, გრაფიკი, ანიმაცია, ვიდეო) მის ზედაპირზე, რომელიც ყენდება შენობის გარე ან შიდა (შუქგამჭვირვალე ფასადები) მხარეზე. როგორც წესი, მედიაფასადის დისპლეი იწყობა შუქ-დიოდების სისტემისგან. მედია ფასადი გამოყენების არეა: გარე ელექტრონული რეკლამა, შენობის დიზაინერული განათება, შენობის, ნაგებობის, ქალაქის, პუნქტის არქიტექტურული გამომსახველობის, მორთულობის, საინფორმაციო კომუნიკაციის გადმოცემის საშუალება და სხვ. ადამიანებში მედია ფასადი ასოცირდება დიდი ზომის სარეკლამო ეკრანებთან. უმეტესად, ასეთი ფასადების მიღმა, თვით შენობის არქიტექტურა შეუმჩნეველი რჩება, მაშინ, როცა ეკრანები მაყურებელთა ყურადღებას მაქსიმალურად იპყრობს. მედია ფასადი ნათელი მაგალითებია: ლას-ვეგასი, თაიმს-სკვერი, ჰონგ-კონგი, მონტე-კარლო, მაკაო.