მეზონ კარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეზონ კარე − (ფრანგ. Maison Carrée სიტყვასიტყვით „კვადრატული სახლი”) – საფრანგეთის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად შემონახული ძველი რომაული ტაძარი. განლაგებულია ქ. ნიმას ცენტრში (პროვანსი). ტაძრის სიგრძეა 25 მ, სიგანე – 12 მ. აგებული იქნა იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის დროს ძვ. წ. I საუკუნეში.