მეთიუ ბარნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეთიუ ბარნი. ქრიმასთერი 3: მაჰაბინი, 2002; 118X137X3.8სმ. © მეთიუ ბარნი

მეთიუ ბარნი – 1994-2002 წლებში, მეთიუ ბარნიმ (Matthew Barney, d. 1967) შექმნა, უკვე ლეგენდად ქცეული, ფილმების სერია სახელწოდებით ქრიმასტერის ციკლი (The Cremaster Cycle), რომელშიც ის ფარულ სექსუალურ მითოლოგიას იკვლევს. ნარატივში, რომელშიც გენდერის ცვალებადობის კონცეფცია დომინირებს, გენდერული კუთვნილებისა და გენდერის როლის საკითხებია წამოჭრილი. ქრიმასტერის კუნთი, რომლის მიხედვით სერიას ეწოდა კიდეც სახელი, აკონტროლებს სათესლე ჯირკვლების აწევ-დაწევას. როგორც წესი, ის ტემპერატურულ ცვლილებებსა და ასევე, შიშებსა და სექსუალურ აგზნებაზეა პასუხისმგებელი. ადამიანის ემბრიონში სწორედ ეს კუნთი გასაზღვრავს მის სქესობრივ კუთვნილებას. ქრიმასტერის კუნთის დიაგრამულ გამოსახულებას, ბარნი ვიზუალურ ემბლემად იყენებს მთელი სერიის მანძილზე. თითოეული ფილმი საკუთარ, რთულ ნარატივსა და მრავალშრიანი სიმბოლოების კატალოგს შეიცავს. ქრიმასტერი 3 (2002) აღწერს კრაისლერის შენობას ნიუ იორკში, მის არქიტექტორად კი რიჩარდ სერას წარმოგვიდგენს. ფილმის მოქმედების ერთ-ერთ ადგილად ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმის როტონდაა გამოყენებული. ბარნის, რომელიც სერას შეგირდის როლს თამაშობს, ატმისფერი კილტი აცვია, პირში კი ტილო აქვს გაჩრილი. შერაზე საკუთარი აღმატებულობის დასამტკიცებლად, ბარნი სხვადასხვა დავალებების შესრულებას ცდილობს. როგორც ვიდეო თამაშში, ის გუგენჰაიმის როტონდის კელდებზე მიცოცავს და ცდილობს თითოეული დონისთვის მოცემული დავალება მანამდე დაასრულოს, ვიდრე გასხივოსნებას მიაღწევს. გზად ბარნი არაერთ მოულოდნელობას აწყდება - მასონურ კრავებად გამოწყობილ Rockettes-ის მოცეკვავეებს, პანკ-როკ ჯგუფის მეომარ წევრებს, ქალ-ლეოპარდს (ამ როლს ეიმი მალინზი ასრულებს) და ბოლოს, სერას. ნამუშევრებს დეკორაციებისა და კოსტუმების განსაკუთრებული სიუხვე და ერთმანეთთან დაკავშირებული, ეპიკური სიუჟეტების სირთულე გამოარჩევს. მაჰაბინი წარმოგვიდგენს ბარნისა და ქალ-ლეოპარდს, რომლებიც მოდიფიცირებული მასონური კოსტუმების წყალობით, მასონებად არიან ქცეულნი. ფილმების ციკლი გვიჩვენებს იდენტობის კრიზისს, რომელსაც საშუალო კლასის თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი ხელოვანი განიცდის ამერიკაში, სწორედ იმ ეპოქაში, რომელშიც თითქოსდა, იდენტობის პოლიტიკა დომინირებს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები