მეიდან ოდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეიდან ოდასასტუმრო სახლი ანდა საცხოვრებელში ოთახი, ზოგჯერ იზოლირებული, ცალკე ასასვლელით. მას მეორენაირად „იან-ოდასაც” უწოდებდნენ. ამ ოთახს სახლის დაგეგმარებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მას თითქმის ყოველთვის ჰქონდა გარეთ – ეზოსთან დამაკავშირებელი დამოუკიდებელი გასასვლელი. სტუმარ-მასპინძლობის გაწევის მიზნით სასტუმრო ოთახს ოჯახი შუადერეფნის საშუალებითაც უკავშირდებოდა, რომელსაც ამ გზაზე ყოველთვის ჰქონდა კარი. საჭიროების შემთხვევაში იგი ღამით იკეტებოდა და სასტუმრო ოთახი სახლის სხვა ოთახებისგან გამოყოფილი, იზოლირებული რჩებოდა.




ლიტერატურა

მიქელაძე, 1978:114; მგელაძე, ტუნაძე, 2016.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები