მელაშვილი კოტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მელაშვილი კოტე — (1923) — ქართველი სამხედო მოღვაწე, პოეტი. 1942 წლიდან იგი გაიწვიეს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამუშაოდ. მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში გერმანელი ჯაშუშებისა და დივერსანტების წინააღმდეგ. ასრულებდა მთავრობის დავალებებს. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. კოტე მელაშვილი საბჭოთა შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი იყო.
- ლალხორი
- აქოჩრილ სათიბს ვარცხნის ბორიო,
- მერე ხევებში შედის და მღერის,
- თითქოს უკითხავს ნაძვებს შორიდან
- ბარის მორთმეულ მოკითხვის წერილს.
- აგერ, კლდეების თეთრი ქიმები
- ულაყებივით დგანან ყირაზე,
- აგერ, სულ ახლოს აციმციმდება
- უშბის გუმბათის ლურჯი მირაჟი...
- და საძოვრების მწვანე სიშორე,
- ფიჭვის და წიფლის შავი უღრანი
- შეჭიდებია ღრუბლების მორევს,
- მთები შუბებით ზეცას ბურღავენ.
- ისევ კლდეების თეთრი ქიმები
- ულაყებივით დგანან ყირაზე,
- ისევ სულ ახლოს აციმციმდება
- უშბის გუმბათის ლურჯი მირაჟი..