მელიაი-ტულეფაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მელიაი-ტულეფაი“ – სიყვარულისა და შვილოსნობის მფარველი ღვთაება საქართველოში (სვანეთი); განაყოფიერების აქტის განმასახიერებელი რიტუალი. „ერთ კაცს შარვალსა და პერანგის ამხანაგს თლად ჩაჰხდიან ისე, რომ სარცხვინელნი უჩანდეს. ამ ტიტველა მამაკაცს უკან მეორე კაცი მოჰკიდებს ხელს, ამ მეორეს ამნაირადვე მესამე, მესამეს კიდევ მეოთხე და ასე რამდენიც იქნებიან. ამგვარად, უკანანი წინა შიშველა კაცს ჰფარავენ. იმ შიშველა კაცს თავისი სარცხვინელი ხელში უკავია, უკანანი კი მას უქაქუნებენ და თან გაიძახიან: „მელია ტელეფა, იოჰ, იოჰ!“ შიშველა კაცს კი ხელში წკეპლი უჭირავს და მოქაქუნეებს იმ წკეპლას გადაუჭერს ხოლმე. ამ თამაშობას რომ მორჩებიან, მღერიან განაყოფიერებისა და შვილიერების მფარველ ღვთაების სადიდებელ სიმღერას „კვირაია ღერთა“.

„მელია ტულეფაი“ სქესობრივი სიყვარულისა და შვილოსნობის მფარველი ღვთაების კვირიაის დღესასწაულის პირვანდელი, პირველყოფილი სახე უნდა იყოს (ივ. ჯავახიშვილი)


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები