მელია იაკობ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მელია იაკობ — (1922 – 1995), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „ლექსები” (1955), `ლექსები~ (1968), „მზე და სანგარი” (1970).
- ჭოროხი
- გადმოჰყოლია მთებიდან ქუხილს,
- ვინ შეზღუდავდა ტალღებს დელგმიანს, −
- გაუკაფია გზა დევის მუხლით,
- გზადაგზა კლდენი დაუნგრევია.
- წყალს დაუფარავს ხმელეთი ლამის,
- წამოუღია მიწა ერთიან,
- მოუძებნია შავი ზღვა მაინც
- და კახაბერთან კიდეც შერთვია.
- აღსდექ! მომძახის ჭოროხი ღელვით,
- ყრმაო, შენ შენი ძალა გასცადე!
- თუკი საკუთარ გზას არ მიჰყევი,
- როგორ მიაღწევ გულის საწადელს?!
- აი, ეს არის მართლაც მთავარი −
- სიყვარული და ნაღდი ხარება,
- სამშობლოსადმი ლტოლვა ამგვარი
- და ჭოროხივით გამქუხარება.