მელიკერტესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელიკერტესი(ბერძნ.) ზღვის ღვთაება. ინოსა და ათამასის ძე.

მელიკერტესის დედა, ინო, სემელეს და იყო. როცა სემელე დაიფერფლა მეხისტეხაში, მისი ძე, დიონისე, ინომ აღზარდა. დიონისე ზევსისაგან ჰყავდა სემელეს და ამიტომ ეჭვიანი ჰერა მტრად მოეკიდა ინოს. დიდმა ქალღმერთმა სიგიჟე მოუვლინა მის მეუღლეს, ათამასს, რომელიც მოსაკლავად დაედევნა თავის ცოლ-შვილს. ინომ მკერდში ჩაიკრა ჩვილი ვაჟები და გაქცევა სცადა. გაავებული ათამასი დაეწია და ერთი მათგანი, ლეარქოსი, ხელიდან გამოგლიჯა, შურდულივით დააბზრიალა და თავი სიპ ქვას მიახლევინა. ინო მაღალ კლდეზე აბობღდა და თავისი მეორე ვაჟით, რომელსაც მელიკერტესი ერქვა, ზღვაში გადაეშვა.

დედა-შვილი ნერეიდებმა მიიღეს, დაუმსახურებელი ტანჯვის გამო შეიბრალეს და ზღვის ღვთაებებად გარდასახეს. ინოს „ლევკოთეა“ (თეთრი ქალღმერთი) უწოდეს, მელიკერტესს კი – „პალემონი“ (მებრძოლი) და ნაზღვაურალთა მფარველობა მიანდეს.

მელიკერტესს პალემონის სახელით თაყვანს სცემდნენ კორინთოში, სადაც მდებარეობდა პოსეიდონის, ინო-ლევკოთეას და მელიკერტეს-პალემონის დიდი ტაძარი.

ბერძნულ ქალაქთა მონეტებზე ხშირად გვხვდება დელფინზე მჯდომი ან ზღვის ღვთაებებით გარემოცული პალემონის გამოსახულება. რომში მისი სახელი იყო პორტუნუსი და მას თაყვანს სცემდნენ ვითარცა პორტებისა და ნავსადგომთა მფარველღვთაებას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები