მელიორაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელიორაცია – (გვიანდ. ლათ. meliōrātiōn < ლათ. melioratio < meliōrātus გაუმჯობესება < meliōr- უკეთესი და -ātus ბოლოსართი), ორგანიზაციულ-სამეურნეო და ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი ჰიდროგეოლოგიური, ნიადაგისა და აგროკლიმატური პირობების გაუმჯობესებისათვის მიწისა და წყლის რესურსების ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ის განსხვავდება ჩვე-ულებრივი აგროტექნიკური მეთოდებისაგან ხანგრძლივი და უფრო ინტენსიური ზემოქმედებით სამელიორაციო ობიექტებზე. მელიორაციის მეშვეობით ხდება მიწის ხარისხისა და ნოყიერობის ამაღლება, ჭაობების ამოშრობა, მშრალი მიწების ხელოვნური მორწყვა, ხეთა რგვა, ქვიშრობების გამაგრება და სხვ.

არსებობს მელიორაციის სახეები: ჰიდრომელიორაცია (სარწყავი, ამოსაშრობი, წყალდიდობის საწინააღმდეგო, წვარცოფსაწინააღმდეგო, ეროზიასაწინააღმდეგო, მეწყერსაწინააღმდეგო), ხე-ტყის აგრომელიორაცია (ეროზიასაწინააღმდეგო, მინდვრების დასაცავი, საძოვრებდასაცავი), კულტურულ-ტექნიკური მელიორაცია (სამელიორაციო ტერიტორიების გაწმენდა მცენარეების, ქვების, ხის ტოტების, ძირკვებისა და სხვა ნარჩენებისაგან; ნიადაგის გაფხვიერება, გაქვიშიანება, გათიხიანება, გამიწიანება და სხვ.) და ქიმიური მელიორაცია (კირით, ფოსფორით, თაბაშირით გაპოხიერება და სხვ.). მელიორაციის სახის შერჩევა დამოკიდებულია ტერიტორიის ბუნებრივ-სამეურნეო პირობებზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები