მელოფაგუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მელოფაგუსი – (Melophagus; ბერძნ. melon ცხვარი, თხა (წვრილფეხა პირუტყვი) + phagein კვება) – მწერების გვარი; მიეკუთვნება Hippoboscidae-ს ოჯახს, Pupipara-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს.
Melophagus ovinus (ლათ.ovinus ცხვრის) – სახეობა, მელოფაგოზის აღმძვრელი (ცხვრის ბუზარა, სისხლისმწოველი).
სიმპტომები: ძლიერი ქავილი, დერმატიტი, მატყლის ნაწილობრივი გაცვენა, სიგამხდრე. შესაძლოა ბატკანი დაიღუპოს. დაავადება უპირატესად ზამთარში, ცხვრის ფარეხში შენახვისას ვლინდება.