მელპომენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელპომენე, ერმიტაჟი

მელპომენებერძნ. „მომღერალი“, ტრაგედიის მუზა.

უძველეს ხანად მელპომენე ყოველნაირი სიმღერის მუზად ითვლებოდა, შემდეგ კი მხოლოდ ნაღვლიანი სიმღერებისა. ალბათ ამიტომ იქცა იგი მოგვიანებით ტრაგედიის მუზად. მელპომენეს წარმოსახავდნენ ტანმაღალ ქალად. თავს უმშვენებდა ვაზის რტოთა გვირგვინი, მხრებს – თეატრალური მანტია, ფეხს – კოთორნოსი (მსახიობთა მაღალძირიანი ფეხსამოსი). მას ცალ ხელში ტრაგიკული ნიღაბი ეპყრა, მეორეში კი – მახვილი ან კომბალი. ქარაგმულად „მელპომენე“ თეატრს ნიშნავს.







წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები