მელუა გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მელუა გიორგი − (1957), პოეტი. დაიბადა ქუთაისში. დამთავრებული აქვს ისტორია-ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. 1986-99 წლებში მუშაობდა ბეჭდურ მედიაში. არის ორი პოეტური და რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორი. გამოსცემდა და რედაქტორობდა საკუთარ გაზეთს, ჰქონდა საავტორო პროგრამა რადიოში. ხატვა დაიწყო ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში. არის აშშ-ს ჯორჯიის jorjiis Statis Landings Art Associationis წევრი.
- * * *
- ისევ სევდის ხეივანი მათრობს,
- გული ჭკნება, როგორც ია-ია,
- ბინდი სძირავს სილურჯეში მაღლობს,
- ვნაღვლობ,
- სამრეკლო რომ გამოკეტილია.
- მაინც უნდა შევევედრო უფალს,
- (ჩემი ბედიც ეკლის გვირგვინია)
- მაღირსებდეს მამულს თავისუფალს, ტურფას,
- როგორც მთიდან ჩამოფრენილ ნიავს