მელქისედეკ I (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელქისედეკ I – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33, თვალსაჩინო საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორებთან: ბასილი II-თან, კონსტანტინე VII-თან და რომანოზ არგირუსთას. არაერთხელ იყო ვიზიტით კონსტანტინოპოლში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მელქისედეკ I მარიამ დედოფალთან ერთად მეთაურობდა პრობიზანტიურ დაჯგუფებას საქართველოს სამეფო კარზე XI საუკუნის 20-იან წლებში. იყო გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის მოწინააღმდეგე და გამოდიოდა იმპერიასთან გამწვავებული ურთიერთობის მშვიდობიანი გზით (რიგი დათმობების – იმიერტაოს მიწებზე უარის თქმისა და კეისრის უზენაესობის აღიარების – ხარჯზე) მოგვარების ინიციატივით არსებობს მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძი – „დაწერილი“. რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს XI ს-ის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-დიპლომატიური ისტორიის შესასწავლად.


ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, წგ. საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4. თბ. 1976;
  • პაპასქირი ზ. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობას ზოგიერთი საკითხი თბ. 1990.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები