მენეჯმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენეჯმენტი - (management, <ინგლ. management მართვა, გამგებლობა), წარმოების მართვა, წარმოების პრინციპების, მეთოდების, საშუალებებისა და ფორმების ერთობლიობა, გამოყენებული წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისა და მოგების გადიდების მიზნით. მენეჯმენტი ოთხი ფუნქციისგან შედგება: დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია და კონტროლი. განასხვავებენ საერთო და ფუნქციურ მენეჯმენტს. საერთო მენეჯმენტი გულისხმობს მთლიანად ფირმის მართვას, ფუნქციური მენეჯმენტი კი დაკავშირებულია ფირმის ცალკეული ქვესისტემების მართვასთან. ამ ქვესისტემების (შრომითი რესურსები, ფინანსები, უშუალოდ წარმოების პროცესი და სხვ.) ურთიერთდაკავშირებული ფუნქციონირება ფუნქციური მენეჯმენტის პრეროგატივაა.

მენეჯმენტი, როგორც საბაზრო მეურნეობის გაძღოლის ახალი მიმართულება, წარმოების მართვის ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზია. იგი ეფუძნება მმართველობით საქმიანობაში თანამედროვე ფორმების, მეთოდების, პრინციპებისა და საშუალებების გამოყენებას. მენეჯმენტი, როგორც ცოდნის სპეციალური დარგი, დამოუკიდებელ მეცნიერულ დისციპლინად ჩამოყალიბდა XX საუკუნის 40-იან წლებში. მენეჯმენტის არეალი შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს-საქმიანობით, ამიტომ იგი განსხვავდება მართვისაგან, რომელშიც სახელმწიფოებრივი მართვა იგულისხმება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები