მენიერის დაავადების ქირურგიული მკურნალობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენიერის დაავადების ქირურგიული მკურნალობის სქემები:
მენიერის დაავადების ქირურგიული მკურნალობა ვესტიბულარული ნერვის გადაკვეთა A – სუსპეტროზული, B – ტრანსლაბირინთული, C – უკანა ფოსოდან მიდგომით. D – ენდოლიმფატიკური ქისის დეკომპრესია მასტოიდის გავლით

მენიერის დაავადების ქირურგიული მკურნალობა — ძირითად სირთულეს წარმოადგენს სმენის ფუნქციის შენარჩუნება. ამიტომ ქირურგიული ჩარევები ორ კატეგორიად დავყავით:

1. სმენის ფუნქცია საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული

მრავალ ქირურგიულ მეთოდს შორის, ორი განსაკუთრებით პოპულარულია:

— ენდოლიმფატიკური ჩანთის ქირურგიული გახსნა, რაც პირდაპირ ენდოლიმფატიკურ ჰიპერპრესიაზე მოქმედებს და შედარებით მცირე სახის ქირურგიულ ჩარევას წარმოადგენს, თუმცა, ვერ გავექცევით ოპერაციების უშედეგობის სიხშირესაც.
— ვესტიბულარული ნერვის გადაკვეთა, რაც პაროქსიზმული შეტევების დროს ძალიან ეფექტურია. თუმცა, ამის შემდეგ წონასწორობის დეფიციტი რამდენიმე კვირა ან, შესაძლოა, თვეც გაგრძელდეს. თანაც, ნერვის სექციისათვის აუცილებელი კრანიოტომიის შემდგომი გართულებები, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს.

2. სმენის ფუნქცია არ არის შენარჩუნებული

ამ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება ვესტიბულარული ნერვის გადაკვეთა ტრანსლაბირინთულად ანუ ლაბირინთის გავლით, რაც ქირურგიულად უფრო ადვილია.

ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები

ამგვარ გადაწყვეტილებას ვიღებთ მედიკამენტური მკურნალობის უშედეგობისას. ასევე, ვაანალიზებთ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, დაავადების ინტენსივობას და მის ცალმხრივობას ან ორმხრივობას.

ოპერაციული მკურნალობის შესაძლებლობა პაციენტს რაც შეიძლება ადრეულ პერიოდში უნდა გავაცნოთ, რათა იგი თავიდანვე მზად იყოს ასეთი საჭიროებისთვის. ეს ფსიქოლოგიურად ამშვიდებს პაციენტს.

როგორც წესი, მოთხოვნა ქირურგიულ ჩარევაზე პაციენტის მხრიდან მოდის. თუმცა, აუცილებელია ამ მეთოდის ყველა დეტალის ახსნა. არ არის რეკომენდებული პაციენტისათვის რაიმე სახის გარანტიის მიცემა.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები