მენტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენტორი(ბერძნ.) ალკიმოსის ძე. ოდისევსის მეგობარი.

როდესაც ოდისევსი ტროაში სალაშქროდ ემზადებოდა, მენტორს ჩააბარა თავისი ოჯახი. მენტორმა აღზარდა ტელემაქოსი, იგი ზრუნავდა პენელოპეზე და ლამობდა, გამკლავებოდა აბეზარ სასიძოებს. ქალღმერთი ათენა სწორედ მენტორის სახეს იღებდა, როდესაც სურდა დახმარებოდა ტელემაქოსს.

მენტორის სახელმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა XVIII საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ფრანგულ ლიტერატურაში გამოჩნდა ფენელონის რომანი სახელწოდებით „ტელემაქოსის თავგადასავალი“.

გადატანითი მნიშვნელობით „მენტორი“ აღნიშნავს მრჩეველს, აღმზრდელს, ხოლო გამოთქმას „მენტორული ტონი“ ხშირად ირონიული ელფერიც დაჰკრავს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები