მენუჰინი იეჰუდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იეჰუდ მენუჰინი

იეჰუდ მენუჰინი – (22. IV. 1916, ნიუ-იორკი, – 12. III. 1999, ბერლინი), XX ს-ის ამერიკელი მევიოლინე. ლ. პერსინგერის, ა. ბუშისა და ჯ. ენესკუს მოწაფე. ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინე. 7 წლის ასაკიდან კონცერტებს მართავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოდიოდა როგორც დირიჟორი. 1963-იდან ცხოვრობდა ინგლისში. 1964 ინგლისში ქ. სტოუკ-დ`აბერნონში დააარსა სპეციალური მუსიკალური სკოლა. მენუჰინი 1969-75 იყო იუნესკოს „საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს“ პრეზიდენტი (1969- 1975). გამოდიოდა თავის დასთან, პიანისტ ჰეფციბა მენუჰინთან (20. V. 1920, სან-ფრანცისკო) ერთად.

მენუჰინის საშემსრულებლო სტილი გამოირჩევა ნათელი ინტერპრეტაციით, ვირტუოზობით, ბგერის მღერადობით, უმაღლესი გემოვნებით.იეჰუდ მენუჰინი ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ბარტოკის და სხვ. ნაწარმოებებისის უბადლო შემსრულებელია.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები