მეომარი მხარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეომარი მხარე – იმ საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტი, რომელიც წარმოიშობა ომის დაწყების შედეგად და რეგულირდება ომის მარეგულირებელი კანონებისა და ადათების საფუძველზე. განასხვავებენ მეომარი მხარის ორ კატეგორიას: შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტში და საერთაშორისო კონფლიქტში მონაწილეს. პირველ შემთხვევაში მეომარი მხარის სტატუსი წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, როცა სამოქალაქო ომის მონაწილე ასეთად ცნობილი იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხოლო მეორე შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტი თავად იღებს ასეთ სტატუსს, როცა შევა შეიარაღებულ კონფლიქტში საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთან. ნებისმიერ შემთხვევაში მეომარმა მხარემ უნდა დაიცვას ის წესები (კანონები) და ადათები, მათი დარღვევა მიჩნეული იქნება საერთაშორისო დანაშაულად.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები