მერიმდეს კულტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერიმდეს კულტურა – ჩრდილოეთ ეგვიპტის წინადინასტიური კულტურა, ყველაზე დიდი დასახლება აღმოჩენილია მერიმდესთან, დასავლეთ დელტაში. ქრონოლოგიურად მოიცავს მეხუთე ათასწლეულის დასასრულს და მეოთხე ათასწლეულის დასაწყისს, და დაახლოებით ემთხვევა ნაქადა I-ლ (ამრატიულ) კულტურას სამხრეთ ეგვიპტეში. კავშირი იგრძნობა ფაიუმის A ჯგუფის კულტურასთან და ასევე დასავლეთ აზიასთან. მოსახლეობა ცხოვრობდა პატარა ქოხებში. მერიმდეს კერამიკა არ არის დეკორირებული, ნაპოვნია დიდი რაოდენობით ქვის იარაღი, მიცვალებულებს ასაფლავებდნენ დასახლების შიგნით, სამარხებში თითქმის არ ატანდნენ ნივთებს. მეტალი ნაპოვნი არ არის.