მერქნის დაბრეცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერქნის დაბრეცა – მერქნის სორტიმენტის ფორმის ცვლილება ჭრის, შრობის და შენახვის ოპერაციების ჩატარებისას. არსებობს მისი შემდეგი სახეები: ფენოვანი გრძივი დაბრეცა (ფიცარი იღუნება ფენის სიბრტყეში); მარტივი (დაბრეცა ხდება ფენის სიბრტყეში მარტო ერთი გაღუნვით); რთული (ორი ან რამდენიმე გაღუნვით, მაგ., ფოლადის ორტესებრი კოჭის დაბრეცა მდგრადობის დაკარგვის გამო); გრძივი (გაღუნვა წიბოზე – ფიცარი იღუნება წიბოს მხარეზე); განივი (მასალის განივკვეთის ფორმის ცვლილება, მაგ., როდესაც სორტიმენტის განივკვეთი იღებს ღარის ან რომბის ფორმას) და ფრთიანობა – სპირალური დაბრეცა სიგრძეზე.