მერქნის მასალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის მასალა − მასალა მიღებული ხის მორების დანაწევრების შედეგად. განივკვეთის ფორმისა და ზომების მიხედვით დახერხილ მერქნის მასალას მიეკუთვნება: ძელი, ძელაკი, ფიცარი, ნახევარმორი, წოლანა, ნაგვერდული.

აშშ-ის სტანდარტების მიხედვით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის დახერხილი მასალის სიგრძეებია 1,22 მ; 1,525 მ; 1,83 მ და ა.შ. 4,88 მ-მდე, გრადაციით 0,305 მ. განივკვეთის ზომები იცვლება 6,35 მმ-დან 101,5 მმ-მდე.

ფოთლოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა იყოფა სორტებად: I; II – შერჩეული; №1, №2, №3ა და №3ბ – ჩვეულებრივი. აქედან ყველაზე უკეთესია შერჩეული I სორტის მასალა, რომლის ზედაპირის 92% აბსოლუტურად სუფთაა.

წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: ჩვეულებრივი, კონსტრუქციული („ტიმბერსი”) და სანაკეთო. ჩვეულებრივს (yard lumber) მიეკუთვნება: მოსაპირკეთებელი (finish), ფიცრები (common boards), დიმენზიონები (common dimen-sions). კონსტრუქციულს (structural lumber) – კოჭები და თამასები (joists and planks), ბიმსები და სტრინგერები (beams and stringers), სვეტები და ტიმბერსები (posts and timbers);

ხოლო სანაკეთო მასალას მიეკუთვნება მასალა ქარხნული სადურგლო დეტალებისათვის (factory planks) და საერთო დანიშნულების (shop lumber). დახერხილი ხის მასალის სორტამენტი და დახერხვის კლასები მოცემულია გერმანულ სტანდარტებში: DIN 4071, DIN 7073, DIN 4074, DIN 68365. აკრძალულია მასალის მიწოდება შემკვეთისათვის განივკვეთის გვერდის ზომით 30 სმ-ზე ზევით. მასალის ზომებია: სისქე 16-75 მმ, სიგანე 75-300 მმ, სიგრძე 1500-6000 მმ. როგორც წესი, გერმანიაში მომხმარებელს დახერხილი ხის მასალა მიეწოდება დაუმუშავებელი სახით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები