მერქნის შრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის შრობა − მერქანში არსებული თავისუფალი და შეკავშირებული წყლის მოცილების პროცესი. შრობის შედეგად ბუნებრივი ნედლეული იქცევა მრეწველობისათვის გამოსადეგ მასალად გაუმჯობესებული ბიოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. სწორად ჩატარებული შრობის პროცესი იცავს მერქანს სოკოების, ბიომავნებლების გაჩენის, ქიმიური დაშლის, მექანიკური სახეცვლილებისაგან, ახანგრძლივებს ნაკეთობის სამსახურის ვადას.

მერქნის შრობა წარმოადგენს რთულ პროცესს, რომლის მიმდინარეობა განისაზღვრება ერთდროულად რამდენიმე ფიზიკური მოვლენით. ესენია: სითბოს შთანთქმა მასალის ზედაპირით (სითბოგადაცემა); სითბოს გავრცელება მასალაში (სითბოგამტარობა); ტენის აორთქლება მასალის ზედაპირიდან (ტენცვლა); ტენის გადაადგილება მასალაში (ტენგადაცემა). ზოგადად არსებობს შრობის ორი სახეობა – დაბალტემპერატურული (t < 100°C) და მაღალტემპერატურული (t > 100°C). დაბალტემპერატურულს მიეკუთვნება ატმოსფერული (ბუნებრივი), კამერული, კონვექციურ-ატმოსფერული, ვაკუუმური, რადიაციული, ხოლო მაღალტემპერატურულს – კონტაქტური, ელექტრული, სითხეებში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები