მერცხალა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mercxalasoko.PNG

მერცხალა სოკო (ლათ. Corpinus comatus (Mul. Fr.) S.F. Gruy. რუს. Навозник белый)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ცილინდრულია, მოგვიანებით რამდენადმე გაშლილი, ზედაპირი დაფარულია სქელი ბოჭკოვანი, ოდნავ ზევით აწეული ქერცლებით, თეთრია. ფირფიტები თავისუფალი, განიერი, ნორჩობაში თეთრი, შემდეგ ვარდისფერი და ბოლოს – შავი. მომწიფებისას ლღვება შავ სითხედ.

ფეხი – 5-15 სმ სიგრძისაა და 1-1,5 სმ სისქისაა; ძირში ბოლქვისებურად გამსხვილებულია, ახასიათებს თეთრი საყელო, რომელიც ფეხის მიმართ მოძრავია.

რბილობი – თეთრი, ნაზი, თხელხორციანი, სასიამოვნო სუნითა და გემოთი.

სპორები – 10-13X5-8 მკმ, კვერცხისებრია. იზრდება დანაგვიანებულ ადგილებში ბაღებში, პარკებში და ა.შ. ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში. საჭმელად იხმარება მხოლოდ ნორჩობაში.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები