მესიანი ოლივიე ეჟენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლივიე ეჟენ მესიანი – (10. XII. 1908, ავინიონი – 27. IV. 1992, პარიზი, კლიში], ფრანგი კომპოზიტორი, ორგანისტი, პედაგოგი.

1930 დაამთავრა პარიზის კონსერვატორია 1931-იდან იყო პარიზის წმინდა სამების (ლა ტრინიტე) ტაძრის ორგანისტი. 1936 დააარსა შემოქმედებითი გაერთიანება „ახალგაზრდა საფრანგეთი“ (ა. ჟოლივესთან, დ. ლესიურსა და ი. ბოდრიესთან ერთად). 1940-41 ომის წლებში სამხედრო ტყვეთა ბანაკში იყო (აქ შეიქმნა და შესრულდა მისი „კვარტეტი სამყაროს აღსასრულზე“). 1942- იდან პარიზის კონსერვატორიის პროფესორია. მოწაფეები: პ. ბულეზი, კ. შტოკჰაუზენი, ი. ქსენაკისი და სხვ. მესიანის ნაწარმოებები ხშირად რელიგიური ხასიათისაა: „შობა“ (1935), სიმფონია „ტურანგალილა“ (1948), სიმფონიური პიესა „ამაღლება“ (1934), მონუმენტური ოპერა – „წმ. ფრანცისკ ასიზელ“ი(1983) და სხვ.

მესიანის შემოქმედებით ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინეს თეოლოგიურმა და პანთეისტურმა იდეებმა. გატაცებული იყო ძველი აღმოსავლეთის კულტურით, ჩიტების გალობის შესწავლით, რასაც რამდენიმე ნაწარმოები უძღვნა. („ჩიტების კატალოგი“ ფორტეპიანოსათვის 1958, „ეგზოტიკური ფრინველები“ – ინსტრუმენტული ანსამბლისათვის, 1956).

მესიანი იყენებს მის მიერ შექმნილ რთულ კილოურ სტრუქტურებსა და რიტმულ სისტემებს. მისი შემოწმედება XX ს. მუსიკის მნიშვნელოვანი მოვლენაა. გამოდიოდა როგორც პიანისტი და ორგანისტი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები