მესხი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ მესხი

მესხი რობერტ— (1973), ქართველი პოეტი. დაიბადა სოხუმში. 1990 წელს დაამთავრა ამავე ქალაქის მე-17 საშუალო სკოლა, ხოლო 1996 წელს – თსუ-ს სოხუმის ფილიალის (სოხუმის სახელობის უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1989 წლიდან. 1997-2000 წლებში მუშაობდა გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“, 2000 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2001 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული − „აპრილი უშენოდ“, რასაც მოჰყვა: „წაშლილი ბაიათი“ (2004), „ნიჟარები“ (2008), „მთვარე და ქუჩა“ (2010), „მზის რაფსოდია“ (2013).


ქრისტეშობისთვე
სიზმარს ავყევი,
გავაღვიძე თეთრი ნაძვები,
გადმომილაგა ნოსტალგიამ
ფოტოარქივი, − ამ მუხის კასრში
უძვირფასეს სევდას ვაძველებ
სარაჯიშვილის ქარვისფერი
კონიაკივით.
ქრისტეშობისთვე
მოშიშვლებულ
ნაპირს დახატავს,
შენ და სოხუმი −
რა შორსა ხართ ახლა ორივე...
მარსის მინდორზე
მეწამული მიმაქვს ლაბადა,
ხარის წელიწადს უნდა დავხვდე
მატადორივით.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები