მეტაგონიმუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეტაგონიმუსი – (Metagonimus; ბერძნ. meta შემდეგ + gonimos სასქესო ჯირკვლები) – ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Heterophylidae-ს ოჯახს.
Metagonimus yokogawai (იაპონელი მეცნიერის იოკოგავას პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს ხორცისმჭამელი ცხოველების, ღორის, თევზისმჭამელი ფრინველებისა და ადამიანის წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები; დამატებითი მასპინძელი – თევზები. ცხოველებისა და ადამიანის მეტაგონიმოზის აღმძვრელი.