მეტასტრონგილოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეტასტრონგილოზი– (metastrongylosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Metastrongylus + ბერძნ. osis დაავადება) – ღორის ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Metastrongylus-ის გვარის ნემატოდები პარაზიტობენ ბრონქებში. მეტასტრონგილოზი გავრცელებულია ყველგან. უპირატესად და მძიმე ფორმით ავადდებიან გოჭები.
სიმპტომები: მსუბუქი ხველა, რომელიც თანდათან ძლიერდება; ცხვრის ხვრელებიდან ბლანტი, მოყვითალო ფერის გამონადენია, ვითარდება ქოშინი. ლორწოვანი გარსები მკრთალი და მოლურჯო ფერისაა. პულსი აჩქარებულია. სხეულის ტემპერატურა ხშირად ნორმის ფარგლებშია. გოჭი ზრდა-განვითარებაში ჩამორჩება და გამხდარია. უფროსი ასაკის ღორებში დაავადება შესამჩნევი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს.