მეტეოროლოგია (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტეოროლოგია - (ბერძნული metēors – ციური, logos – სწავლება), ზოგადი მეტეოროლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს მეტეოროლოგიური პირობების გავლენას ჯარების (ძალების) საქმიანობაზე და სამხედრო ტექნიკის გამოყენების ეფექტიანობაზე, აგრეთვე საომარი მოქმედებების თეატრის, ჯარების (ძალების) დისლოკაციის რაიონების მეტეოროლოგიურ და კლიმატურ თავისებურებებს. ეფუძნება ატმოსფეროს ფიზიკის, სინოპტიკური მეტეოროლოგიის, აეროლოგიის, კლიმატოლოგიის და სხვა მიღწევებს. არის სამხედრო-საავიაციო, სამხედრო-საზღვაო, საარტილერიო, სამხედრო-ქიმიური, სინოპტიკური მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები