მეტრეველი ზეინაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მეტრეველი ზეინაბ — (1957), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ფლავში (გორი). დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს ორი რომანი: „საყდრის ჩიტები” და „ჯალათის მუნდირი”. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მკითხველმა იგი უფრო ინტერნეტ-სივრცეში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლექსებით გაიცნო.


* * *
შორს იისფერად, მთაზე თრთის ნისლი,
ამოდის მთვარე ღრუბლის ხველებით,
დაისის კუნძზე დაკლულ მზის სისხლით
შეღებილი აქვს ღამეს ხელები,
დღეს იმ დარდზეა სული გამწყრალი,
ჩემთან ყოფნის რომ სურვილს უბრუებს
და ცრემლის ჟანგით შეჭმულ წამწამით
ვლურსმავ გარინდულ ღრუბლის კუბოებს....
ეზოს გადაღმა ვიღაცა მგზავრი
„გამარჯობაო“ − დამიგდებს ისე,
თითქოს კრწანისის ბრძოლაში ვგზავნი
და ვატან ზურგში ჩატეხილ ისრებს.…
გამტყდარ ხმალივით ფლიდსა და მოკლეს
საწუთროს ასე მიტომ განვიცდი,
ასე მგონია სიცოცხლით მომკლეს
და რომ აღარ ვარ, დღესაც არ ვიცი...
დღეს იმდენ მსტოვარ, „მოკეთეს“ ვიღებ,
სახლში იმდენი ერთგულიც არ მყავს,
როგორ გაუძლებს ბებერი ციხე
ამდენ უჯიშო მომხდურის ალყას...
„არ გათეთრდების ყორანი-მეთქი“,
ჩვენ მაინც ვხეხავთ ქვითა და ქვიშით,
მე ჩემი მინდა კაცი და ღმერთი
და ამ ღმერთივით ამაყი ჯიში...
მაგრამ... ეს სიტყვა დაშნის პირებით,
ისე მიგზავნის სულის ამომცლელს,
ქრისტესაც კი ვერ დავიტირებდი,
ამდენ იუდას რომ არ ვაძღობდე...
არც ევროპა ვარ და არც აზია,
მე არ მჭირდება არვის მისნობა,
ჩემს ჯიშს შტრიხკოდის ორი ხაზი აქვს _
ცისა და მიწის მარადისობა...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები