მეტროლოგია (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეტროლოგია (სამხედრო) (ბერძ. metron – ზომა, logos – სწავლება) – საერთო მეტროლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს გაზომვების ერთიანობას, სიზუსტეს და დრულობას ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით.
სამხედრო მეტროლოგიის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება მეტროლოგიური უზრუნველყოფის სამეცნიერო საფუძვლების განვითარება.