მეფიჩხის ზღაპარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეფიჩხის ზღაპარი – პოპულარული სიუჟეტი, რომელიც საერთაშორისო საძიებელში „ჯადოსნური ფრინველის” სახელითაა ცნობილი (ა.ა.№567). მეფიჩხე ტყეში იპოვის ჯადოსნურ ჩიტს. მისი ვაჟი შეჭამს ჩიტის თავს და მეფე ხდება, ხოლო მეორე ვაჟი შეჭამს რა ჩიტის კუჭს, ოქროს ჰყრის პირიდან. სიუჟეტი გვხედება „თუთინამეს“ კრებულში. ფიქსირებულია აგრეთვე რუსეთსა და ევროპაში. ბერნარდე ნეაპოლელს ჩაუწერია ამ ზღაპრის ქართული ვარიანტი 1669–80 წწ.
ე. ვირსალაძე
ლიტერატურა
- ელ. ვირსალაძე, მასალები ქართული ფოლკლორის ისტორიისათვის, ლიტ. ძიებ., IV, 1949;
- მ. ჩიქოვანი, მე-17 საუკუნეში ჩაწერილი ქართული ზღაპრები. მრავალთავი. თბ., 1964, გვ. 67–72.