მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული მერქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული მერქანი − მოდიფიცირების ახალი სახეობა, რომელშიც მოდიფიკატორად გამოიყენება კარბამიდი. ტექნოლოგია ასეთია: პირველ ეტაპზე მერქანი იჟღენთება წყალში გახსნილი კარბამიდის ხსნარით მეთოდით „ცხელი – ცივი აბაზანა” (დიფუზიური) ან ავტოკლავი (იძულებითი); შემდეგ მიმდინარეობს შრობა (თუ საჭიროა დაწნეხაც) და ბოლოს თერმოდამუშავება, რომელიც აყალიბებს მერქნის ახალ თვისებებს. თუ გამოვიყენებთ სხვადასხვა დანამატებს მოდიფიკატორზე, შეიძლება მივიღოთ ამაღლებული სიმტკიცის, სიმაგრის, ცვეთაგამძლე მერქანი, რომელიც მედეგია ლპობისა და ცეცხლისადმი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები