მეღვრეკისის კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეღვრეკისის კოშკი - არქიტექტურული ძეგლი დგას აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის დასავლეთით. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
აღწერილობა
კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7 მ, კედლის სისქე 1,3 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. ჩანგრეული იყო მეორე სართულის გადახურვა. შესასვლელი აქვს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია კედელში დატანებული კიბით. პირველი სართული გადახურულია აგურის გუმბათით. მეორე სართულის კედელში სათოფურებია. კოშკი მოსახლეობას თავისი ძალებით შეუკეთებია და გაუმაგრებია.