მეცისტოციროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეცისტოციროზი – (mecistocirrosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Mecistocirrus + ბერძნ. osis დაავადება) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ჩრდილოეთის ირმების ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი – Mecistocirrus digitatus პარაზიტობს მაჭიკში. ინტენსიური დაინვაზიების დროს აღინიშნება ლორწოვანი გარსების ანემია, ცხოველი გამხდარია, პროდუქტიულობა მცირდება.