მეწყერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეწყერი

მეწყერი – მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. წარმოიქმნება მთის ქანების სიმტკიცის წონასწორობის დარღვევის ან მთის ქანების სიმტკიცის შესუსტების შედეგად, რაც გამოწვეულია როგორც ბუნებრივი მიზეზით (გრუნტის ჭარბტენიანობით, ფერდობის ძირის გამორეცხვით, სეისმური ძვრებითა და სხვ.), ასევე ადამიანის ზემოქმედებით (სამშენებლო და საგზაო სამუშაოები, ტყეების გაჩეხვა, არასწორი აგროტექნიკა და სხვ.). მეწყერი ხშირად ვითარდება მდინარის ხეობის ფერდობებზე, ზღვების, ტბების, წყალსაცავების სანაპიროზე. მეწყერი აქტიურად მონაწილეობს ღვარცოფების ფორმირების პროცესში. სიღრმული მეწყერი ხერგავს მდინარის ხეობას, ხელს უწყობს ტბების შემდგომ გარღვევას და ღვარცოფების წარმოქმნას. ზედაპირული მეწყერი უზრუნველყოფს ღვარცოფების მყარ შემადგენელს, ხოლო დიდი სიჩქარეების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ღვარცოფულ ნაკადად გადაქცევა.

მეწყერი, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებითა და მიწის ზედაპირზე არსებული, სუსტად შეკავშირებული ქანებით ზედაპირული მეწყერი ეწოდება, ხოლო მეწყერი, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებისა და გრუნტის წყლების თანადროული მოქმედებით, ხასიათდება კატასტროფული დამანგრეველი ძალით − კომბინირებული მეწყერი.

ნაკადური მეწყერი

ნაკადის ტიპის მეწყერი, რომლის დროსაც მეწყერის ტანში გრუნტი გადადის ფარდობითად მყარიდან თითქმის გათხევადებულ მდგომარეობაში და შემდეგ იწყებს დენას ფერდობზე. მისი გამომწვევია ფხვიერი სტრუქტურიანი გაჯერებული ქვიშის ან წვიმით დასველებული ლიოსის გათხევადება მიწისძვრის დროს. ამ დროს გრუნტის მოცულობა მცირდება, იცვლება გრუნტის ნაწილაკებს შორის დაწნევა და ნეიტრალური დაწნევა გარე დატვირთვის მიხედვით. ამას თან ერთვის გრუნტის დაჯდომა და ბზარების გაჩენა. გრუნტის მასივის შიგნით იზრდება ძვრის ძაბვები და მცირდება ძვრისადმი სიმტკიცე, რაც იწვევს მეწყერული პროცესების განვითარებას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები