მეჭეჭებიანი ჭანჭყატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეჭეჭებიანი ჭანჭყატი

მეჭეჭებიანი ჭანჭყატი - (Euonymus verrucosus Scop.); ოჯახი: ჭანჭყატისებრნი (Celastraceae). 1-2 მ სიმაღლის ბუჩქებია. ტოტები ცილინდრულია და მოფენილია მოშავო, მოწითალო ან მონაცრისფრო მეჭეჭებით. ფოთლები ელიფსურია, კიდეზე ხერხკბილა, შიშველი ან ქვედა მხარეზე მცირედ შებუსული. ყვავილედი 3-9-ყვავილიანი ფარია. გვირგვინის ფურცლები მოწითალო მურა ფერისაა. არილური კაშკაშა წითელია. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. მცენარე იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებს შორის, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფ. ბაკურციხისა და უჯარმის მიდამოებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები