მეხადირი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეხადირი − მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში. მეხადირი მდინარე ფსოუს სამხრეთ-აღმოსავლეთით მოედინაბა. მისი სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 23 კმ2. სათავე გაგრის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე აქვს და შავ ზღვაში დაბა განთიადთან ჩაედინება. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით.