მზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მზე

მზე – (ასტრ. სიმბოლო ☉) - მზის სისტემის ვარსკვლავი, რომლის გარშემოც მზის სისტემის 8 პლანეტა და 5 ჯუჯა პლანეტა ბრუნავს.

ჩვენი გალაქტიკის (ირმის ნახტომის) ერთ-ერთი ვარსკვლავი და ერთადერთი ვარსკვლავი მზის სისტემაში. მზის გარშემო ამ სისტემის სხვა ობიექტები ბრუნავს: პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეოროიდები, კომეტები და კოსმოსური მტვერი.

სპექტრალური კლასიფიკაციის მიხედვით, მზე G2V ტიპს მიეკუთვნება (ყვითელი ჯუჯა). მზის საშუალო სიმკვრივეა 1.4 გ/სმ³ (1.4 ჯერ მეტი ვიდრე წყლის). მისი ზედაპირის ეფექტური ტემპერატურა 5780 კელვინს უდრის. ამიტომაც, მზე ანათებს თითქმის თეთრი სინათლით, მაგრამ მზის პირდაპირი შუქი ჩვენი პლანეტის ზედაპირთან ახლოს, დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლეტალღიანი ნაწილის ძლიერი გაბნევისა და შთანთქმის შედეგად, იღებს გარკვეულ ყვითელ ელფერს. წმინდა ცის პირობებში, ციდან ცისფერი გაფანტული შუქთან ერთად, მზის შუქი ისევ თეთრ განათებას იძლევა. მზის გამოსხივება ხელს უწყობს სიცოცხლეს დედამიწაზე (სინათლე აუცილებელია ფოტოსინთეზის საწყის ეტაპებზე), განსაზღვრავს კლიმატს. მზის საშუალო მანძილი დედამიწიდან - 149.6 მილიონი კმ, დაახლოებით, უდრის ასტრონომიულ ერთეულს. მზე მიეკუთვნება ვარსკვლავის პოპულაციის პირველ ტიპს. მზის სისტემის წარმოშობის ერთ-ერთი გავრცელებული თეორია მიანიშნებს, რომ მისი ფორმირება გამოწვეული იყო ერთი ან მეტი სუპერახალი ვარსკვლავების აფეთქებით.


წყარო

ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები