მზეთამზე (კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მზეთამზე – კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1170-1280 მ სიმაღლეზე. კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -40C) და თოვლიანი, ზაფხული – ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +17.50C) და ზომიერად მშრალი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 670 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო კლიმატი.