მთავრობათა სამართალმემკვიდრეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთავრობათა სამართალმემკვიდრეობა − უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი მთავრობიდან მეორეზე მოცემულ სახელმწიფოში შიდა ცვლილებების გამო. მაგ., როდესაც მთავრობა იცელება არაკონსტიტუციური გზით), შეიძლება წამოიჭრას ძველი მთავრობის მიერ სხვა სახელმწიფოებთან დადებულ ხელშეკრულებებთან ახალი მთავრობის ურთიერთობის საკითხი. თუმცა ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმად მთავრობის შეცვლა არ ახდენს ზეგავლენას სახელმწიფოთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.
იხილე აგრეთვე
სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობა