მთა-მდელოს ნიადაგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა-მდელოს ნიადაგები – (Leptosols Umbric), ნიადაგის ტიპი, გავრცელებული მაღალი მთის ალპურ და ნაწილობრივ სუბალპური სარტყელში, ზღვის დონიდან 1800-3200 მ სიმაღლით დიაპაზონში. სამცხე-ჯავახეთში იგი ვრცელდება ყველა მთიანეთზე. ჰიფსომეტრიულად დაბლა მას ემიჯნება მთა-ტყე-მდელოს, ან ყომრალი ნიადაგები, ხოლო ჰიფსომეტრიულად მაღლა – სუბნივალური სარტყლის პრიმიტიული, ძლიერ ხირხატიანი ნიადაგები. ჯავახეთის ზეგნის ფარგლებში წარმოდგენილია მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები. სუბალპური სარტყლის გარდამავალ ზოლში, უმთავრესად ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, დაბალტანიან შეკრული ბალახეულისა და დეკიანების ქვეშ წარმოდგენილია მთა-მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები. ხასიათდება ჰუმუსის დიდი რაოდენობით, ღრმა ჰუმუსირებით, მჟავე ან სუსტად მჟავე რეაქციით. ზედაპირის დიდი დახრილობის პირობებში განვითარებულია ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგები. ინტენსიურად გამოიყენება სათიბ-საძოვრებაად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მეცხოველეობის საკვები ბაზა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები