მთვარის დღესასწაულები ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთვარის დღესასწაულები ძველ ეგვიპტეში – უძველესი ეგვიპტური კალენდარი მთვარის იყო. იგი ძალიან ადრე შეიცვალა მზის კალენდრით, მაგრამ სიტყვა „თვეს“ მთვარის სახელი შერჩა მთვარეს კი – დროის დამთვლელის. მთვარის კალენდრის თვეები ნაწილობრივ შემორჩა კულტმსახურებაში. ჯერ კიდევ შუა სამეფოს დროს ქურუმების საზღაურს მთვარის კალენდრის მიხედვით ითვლიდნენ. მთვარის დღესასწაულებმა მტკიცედ დაიმკვიდრეს თავი „ცის დღესასწაულებს“ შორის. ამ დროს გარდაცვლილებთანაც განსაკუთრებული შესაწირი მიჰქონდათ. მთვარის დღესასწაულები მთვარის ფაზებთან იყო დაკავშირებული. თვის პირველ დღეს „ახალ მთვარეს“ ზეიმობდნენ, მეორე დღეს „ახალ სინათლეს“, მეექვსე და მეშვიდე დღეს „პირველ მეოთხედს“, მეთხუთმეტე დღეს „სავსე მთვარეს“, ოცდამესამე დღეს კი „ბოლო მეოთხედს“. ამ დღესასწაულების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. თითოეულ მათგანთან მითოლოგიური მოვლენები იყო დაკავშირებული. პირველ და მეორე დღეს მთვარის დაბადებას ზეიმობდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „მეოთხედის“ დღესასწაულები, რადგან ამ დროიდან მთვარის შევსება იწყებოდა. მედინეტ ჰაბუს სადღესასწაულო კალენდრის მიხედვით, ახალი მთვარის და მეოთხედის დღესასწაულების დღეებში შესაწირისათვის განსაკუთრებით დიდი თანხა გამოიყოფოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები