მთის ღანძილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთის ღანძილი

მთის ღანძილი – (Allium victorialis L.);
ოჯახი: ხახვისებრნი (Alliaceae).

– სამკურნალო, ბოლქვიანი მცენარეა, 0.4 მ-მდე სიმაღლის. შეფოთლილია აპრილიდან აგვისტომდე, ყვავილობს ივნისიდან ივლისამდე, თესლები მწიფდება ივლის-აგვისტოში. ფოთოლი 2-3-ია, გლუვი, ლანცეტა ან ფართო ელიფსური. ყვავილედი სფეროსებურია, ყვავილსაფარი – ვარსკვლავისებური. მისი ფოთოლი მოთეთრო-მწვანეა. მტვრიანას ძაფები 1.5-ჯერ გრძელია ყვავილსაფარზე. იზრდება სუბალპურ მდელოზე დეკასა და მთის მოცვთან ერთად. კარგად იზრდება მსუბუქ ქვიშნარ და საშუალო (თიხნარ), მჟავე, ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე. ვერ იტანს დაჩრდილვას. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე იზრდება ტაბაწყურის მიდამოებსა და აბულ-სამსრის ქედზე, ასევე ცხრაწყაროს გადასასვლელზე, სადაც ჯავახეთის მოსახლეობა აგროვებს მთის ღანძილს და ზამთრისთვის მარინადს ამზადებს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები