მთლიანი დანახარჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთლიანი დანახარჯი - (total cost - TC), ფირმის მიერ პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დანახარჯების ერთობლიობა, გამოხატული ფულადი ფორმით. ფირმამ თავისი შესაძლებლობები ბაზრის მოთხოვნას უნდა შეუფარდოს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს წარმოების დანახარჯების შემცირებას. ამიტომ მან უნდა განსაზღვროს რა უნდა აწარმოოს, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება მისი პროდუქცია, რა ფასად შეიძენს წარმოებრივ რესურსებს, რა დაუჯდება კვალიფიციური სამუშაო ძალის დაქირავება და ა.შ. მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა ფირმის საქმიანობის ლაიტმოტივია, რომელშიც ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი მთლიან დანახარჯებს ეკუთვნის.