ასთენიური სინდრომი პოსტინფექციური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიალგიური ენცეფალიტი-დან)
ასთენიური სინდრომი პოსტინფექციური - (asthenic syndrome, postinfectious), ტრანზიტული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ინფექციური, უპირატესად – ვირუსული დაავადებიდან გამოჯანმრთელების შემდეგ და ხასიათდება მსუბუქი ან ზომიერი დეპრესიით, გადაღლილობით, გაღიზიანებულობით, გარეგან სტიმულებზე აწეული მგრძნობელობით ამ სინდრომის ყველაზე ხშირად აღწერილი ვარიანტია გრიპის შემდგომი ასთენია, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეციფიკური, მაგრამ დღემდე დაუზუსტებელი მეტაბოლური საფუძველი აქვს.
სინონიმი
- მიალგიური ენცეფალომიელიტი (myalgic encephalomyelitis);
- პოსტვირუსული ასთენია.