ნევრასთენია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნევრასთენია - (F48.0), (neurasthenia), ცნება შემოიტანა Beard-მა (1869). ტერმინით აღინიშნება სიმპტომთა ორი ტიპი. პირველის ძირითადი თავისებურებაა ჩივილები ფსიქიკური დატვირთვის შემდგომ განვითარებულ ძლიერ დაღლილობაზე, რაც ხშირად შეუღლებულია პროფესიული მოღვაწეობის უნარის დაქვეითებასთან და წარუმატებელ ყოველდღიურ საქმიანობასთან. ჩვეულებრივ, ფსიქიკურ გადაღლას ახასიათებს აზროვნებაში გამფანტველი ასოციაციების ან მოგონებების უსიამოვნო შემოჭრა, კონცენტრაციის უნარის შესუსტება და არაპროდუქტიული აზროვნება. სიმპტომების მეორე ტიპის დროს წინა პლანზე გამოდის სხეულებრივი ან ფიზიკური სისუსტე, მინიმალური დაძაბვისას ძლიერი გამოფიტვის შეგრძნება, რასაც თან სდევს კუნთების ტკივილი და მოდუნების შეუძლებლობა.

ორივე ტიპის სიმპტომებთან შესაძლოა შეუღლდეს რიგი სხვა უსიამოვნო ფიზიკური შეგრძნებებისა, როგორიცაა: თავბრუსხვევა, მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, ზოგადი არასტაბილურობის შეგრძნება. ხშირია წუხილი დაქვეითებულ გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, გამღიზიანებლობა, ანჰედონია, მსუბუქად გამოხატული დეპრესია და შფოთვა. ძილის ციკლი ხშირად დარღვეულია ინიციალურ და შუა ფაზებში, მაგრამ ასევე შესაძლებელია ჰიპერსომნიაც. ბევრი შემთხვევა, რომელიც ადრე ნევრასთენიის დიაგნოზით იყო ცნობილი, დღეს პასუხობს დეპრესიული აშლილობის ან შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.




იხილე აგრეთვე

პიროვნება ფსიქასთენიური

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები