მიასნიკიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიასნიკიანი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სულდის თემში, ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1855-1900 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 22 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 139. მათი უმრავლესობა (99 %) სომეხია (2002). საბჭოთა პერიოდში რუსი რევოლუციონერის, სახელმწიფო და პარტიული მუშაკის ალ. მიასნიკიანის სახელით მოინათლა.