მიატოვიჩი ცვიეტინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცვიეტინ მიატოვიჩი

ცვიეტინ მიატოვიჩი – (სერბ. Цвијетин Мијатовић, 8 იანვარი 1913, ლოპარე, ავსტრია-უნგრეთი - 15 ნოემბერი 1993, ბელგრადი, იუგოსლავია), პარტიული მოღვაწე და იუგოსლავიის რესპუბლიკის დიპლომატი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იმყოფებოდა სახელმწიფო და პარტიულ სამუშაოზე ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

1957-61 იყო გაზეთის „კომუნისტის“ დირექტორი და მთავარი რედაქტორი;
1961-65 – იუგოსლავიის ელჩი სსრკ-ში, 1965-69 – მდივანი, თავმჯდომარე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კომუნისტთა კავშირის;
1969-79 – იუგოსლავიის კომუნისტთა კავშირის ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი;
1969-74 – იუგოსლავიის კომუნისტთა კავშირის ცკ-ის პრეზიდიუმის აღმასრულებელი ბიუროს წევრი;
1979-84 – პრეზიდიუმის წევრი;
1960-81 – იუგოსლავიის სფრ პრეზიდიუმის თავმჯდომარე;
1984 – ფედერაციული საბჭოს წევრი.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები